ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 19043

ფაქტი 19043

1899 წლის ნოემბერში გამგეობის წევრი იაკობ გოგებაშვილი მოითხოვდა, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას დაევალებინა ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის სამზრუნველო კომიტეტისთვის, დაუყოვნებლივ მოეხდინა სკოლის ყოველმხრივი რევიზია და შედეგი წარმოედგინა გამგეობისთვის. ამასთანავე კომიტეტს უნდა დაესახელებინა ღონისძიებანი სკოლის გაუმჯობესებისათვის.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 19043; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .