1898 წლის 10 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს თომა მთავრიშვილის შუამდგომლობა, რომ გამგეობას გაეგზავნა სამ-სამი თუმნის წიგნები ვლადიმერ დავითის ძე ლომაძესთვის სოფელ ძიმითში და ივანე დიმიტრის ძე ჭანტურიშვილისთვის სოფელ აცანაში. გამგეობამ საკითხი განსახილველად მომდევნო სხდომისთვის გადადო.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1897-1898
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 19053 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/19053]; წვდომის თარიღი: 2019-11-15