1898 წლის 10 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე პედაგოგმა მიხეილ კლიმიაშვილმა მოხსენება გააკეთა გომარეთის სკოლის მდგომარეობის შესახებ, ასევე გამგეობას სთხოვა სკოლისთვის გაეგზავნათ სასწავლო ნივთები და დახმარებოდნენ სკოლის დაზიანებული ჭერის აღდგენაში. გამგეობამ მ. კლიმიაშვილს გაუგზავნა სასწავლო ნივთები რუკებისა და სურათების გამოკლებით და ასევე შეატყობინა, რომ ჭერი თავად შეეკეთებინათ და ზაფხულისთვის გამგეობა იზრუნებდა მის განახლებაზე.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1897-1898
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 19055 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/19055]; წვდომის თარიღი: 2019-11-15