1914 წლის 16 ნოემბერს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების კრებაზე ილია რუხაძემ იმის დასამტკიცებლად თუ რამდენად უყურადღებოდ იყო დატოვებული სკოლები მაგალითად საგურამოს სკოლა მოიყვანა, სადაც მამულისა და სკოლის ინტერესები მუდმივად უპირისპირდებოდა ერთმანეთს და სკოლა ყოველთვის იჩაგრებოდა. მამულის მოიჯარეები სკოლას ავიწროვებდნენ, მასწავლებლებს ზამთარში არ ჰქონდათ შეშა, არც სასწავლო ნივთები მიეწოდებოდათ დროულად. გარდა ამისა, მოსწავლეები ძალიან შორი გზიდან დადიოდნენ სკოლაში. რუხაძემ განაცხადა, რომ სკოლის ამგვარი მდგომარეობა არაერთხელ აცნობა გამგეობის წევრებს, რომლებმაც შესაბამისი ზომები მიიღეს და სკოლა სოფელში გადაიტანეს, რათა მოსწავლეებს ახლოს ჰქონოდათ იგი.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ჩვეულებრივი კრების ოქმები | 1914-1914
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 19059 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/19059]; წვდომის თარიღი: 2019-09-22