1909 წლის 27 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა ისიდორე კვიცარიძის თხოვნა საზოგადოების წიგნის მაღაზიაში კრედიტის გახსნის შესახებ. გამგეობის გადაწყვეტილებით, მას გაეხსნებოდა კრედიტი 500 მანეთის ოდენობით (ამაში მისი ძველი კრედიტიც იგულისხმებოდა) ორი თავმდების ხელმოწერით.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1909-1909
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 19077 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/19077]; წვდომის თარიღი: 2019-08-25