1912 წლის 20 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისა და მათი განყოფილებათა წარმომადგენლების საერთო კრებაზე განიხილეს საკითხი წერა-კითხვის საზოგადოებისა და საისტორიო საზოგადოების მუზეუმების გაერთიანების შესახებ. საკითხს თან ერთვის ცნობა, რომ 1911 წელს დავით ზაქარიას ძე სარაჯიშვილმა საზოგადოებას უანდერძა თანხა მუზეუმის ასაშენებლად, ხოლო 1912 წელს საზოგადოებამ მუზეუმისთვის შეიძინა მამული 60 ათას მანეთად. სხდომის ოქმს ხელს აწერს გიორგი ყაზბეგი.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1912-1912
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 19094 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/19094]; წვდომის თარიღი: 2019-08-26