1912 წლის 20 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისა და მათ განყოფილებათა წარმომადგენლების საერთო კრებაზე განიხილეს საკითხი, თუ რა ნაკლოვანება ჰქონდა სკოლის პროგრამას და როგორ შეევსოთ იგი. საკითხის გარკვევა, შეფასება და შემდეგ მოხსენების გაკეთება დაევალა კომისიას შემდეგი პირების შემადგენლობით: ალექსანდრე მდივანი, ლუარსაბ ბოცვაძე, დავით კარიჭაშვილი, სერგი გორგაძე და გრიგოლ ბურჭულაძე.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1912-1912
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 19098 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/19098]; წვდომის თარიღი: 2019-09-18