1914 წლის 16 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე დავით გიორგის ძე ხართიშვილმა საზოგადოების წევრებს სკოლებში რუსულ-ქართულ ენაზე სწავლების თავიდან ასაცილებლად შესთავაზა წინადადება, რომ გაეხსნათ ისეთი სკოლები, სადაც მოსწავლეები დაწყებითი საფეხურიდან პირდაპირ გადავიდოდნენ მაღალ საფეხურზე და სასწავლებლად არ წავიდოდნენ იმ სკოლებში, სადაც საგნების სწავლება რუსულ ენაზე მოითხოვებოდა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ჩვეულებრივი კრების ოქმები | 1914-1914
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 19102 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/19102]; წვდომის თარიღი: 2019-09-21