1914 წლის 16 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე პროკოფი აფრასიონის ძე ჯაფარიძემ განაცხადა, რომ სკოლები უნუგეშო მდგომარეობაში იყო და მოსწავლეების რიცხვი საგრძნობლად იკლებდა. მისი აზრით, მასწავლებლები არ იყვნენ შესაბამისად მომზადებულები, რადგან მხოლოდ ანა-ბანას სწავლება არ იყო საკმარისი. მასწავლებელი კულტურული საქმის ხელმძღვანელი, გლეხის დამრიგებელი და გზის მაჩვენებელი უნდა ყოფილიყო.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ჩვეულებრივი კრების ოქმები | 1914-1914
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 19104 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/19104]; წვდომის თარიღი: 2019-09-22