ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 19105

ფაქტი 19105

1898 წლის 3 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას ესწრებოდნენ ნიკოლოზ ცხვედაძე, დავით კარიჭაშვილი, ალექსანდრე ჭყონია, იაკობ გოგებაშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი, გრიგოლ ყიფშიძე და ივანე ზურაბიშვილი. სხდომაზე მოხსენება გააკეთეს წიგნსაცავისა და მუზეუმის კომისიის წარმომადგენლებმა, რომ გამგეობას ნება დაერთო მათთვის დამოუკიდებლად გადაეწყვიტათ შემდეგი საკითხები: 1) შეეძინათ ხელნაწერები, სიგელები, ნივთები და ნაბეჭდი წიგნები კავკასიის შესახებ, რომლებიც მუზეუმში არ მოიპოვებოდა, იმ პირობით, რომ დანიშნულ ხარჯთაღრიცხვას არ გადააჭარბებდნენ; 2) გადაეღოთ სურათები ხელნაწერებისა და ნახატებისთვის; 3) შეედგინათ არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული ალბომი არსებული სურათების საშუალებით და გადაეწერათ იოანე ბატონიშვილის ლექსიკონი წიგნსაცავისთვის. გამგეობამ კომისიის თხოვნა დააკმაყოფილა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 19105; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .