ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 19109

ფაქტი 19109

1899 წლის 19 ოქტომბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ დაადგინა, „ვეფხისტყაოსნისა“ (763 ც.) და ვახუშტი ბატონიშვილის „საქართველოს ისტორიის“ (210 ც.) შემომწირველი გიორგი დავითის ძე ქართველიშვილის სურვილის თანახმად, მისი გამოცემული წიგნების ფულიდან გადაედოთ თანხა სტამბის დასაარსებლად. მანამდე გამგეობა ვალდებული იყო, ქართველიშვილისგან შემოწირული წიგნების ფულით დაებეჭდა ძველი წიგნები წარწერით „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამოცემა გ. დ. ქართველიშვილისგან შემოწირული სარგებლით“. ოქმს ხელი მოაწერა თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძემ.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 19109; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .