1898 წლის 27 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეთორმეტე სხდომაზე საზოგადოებას საობლო სასამართლომ წერილით აცნობა, რომ როინაშვილის ქონების ოპეკუნს დავალებული ჰქონდა საზოგადოებისთვის გადაეცა ნაანდერძევი ქონება. გამგეობამ გრიგოლ ყიფშიძეს დაავალა ქონება ჩაებარებინა და შემოწმების შემდეგ გადაეცა დავით კარიჭაშვილისთვის.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1897-1898
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 19118 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/19118]; წვდომის თარიღი: 2019-11-17