ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 19120

ფაქტი 19120

1898 წლის 27 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეთორმეტე სხდომას ესწრებოდნენ ნიკოლოზ ცხვედაძე, დავით კარიჭაშვილი, ალექსანდრე ჭყონია, გიორგი იოსელიანი, გრიგოლ ყიფშიძე და ექვთიმე თაყაიშვილი. სხდომაზე წარმოადგინეს კავკავის სკოლის სამზრუნველოს წერილი, რომ პირველ ნოემბერს გაიმართებოდა კავკავის სკოლის ეკლესიის კურთხევა, რომელსაც სასურველი იქნებოდა დასწრებოდა საზოგადოების ერთ-ერთი წევრი. გამგეობამ კავკავის სკოლის სამზრუნველოს მისწერა, რომ სამწუხაროდ, საზოგადოების ვერცერთი წევრი ვერ შეძლებდა ღონისძიებაზე დასწრებას.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 19120; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .