1899 წლის 21 დეკემბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ წინარეხის სკოლის მასწავლებელ ანტონ თოიძის თხოვნით დაადგინა, ამავე სკოლის ხელსაქმის მასწავლებლისა და მოსწავლე ქალებისთვის საქველმოქმედო ბაზრისთვის ნივთების დასამზადებელი მასალის საყიდლად იანვრისთვის გადაედოთ თანხა. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისა და წევრთა საერთო კრებების სხდომების ოქმები | 1899-1899
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 19122 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/19122]; წვდომის თარიღი: 2019-10-14