1898 წლის 17 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას კითხვით მიმართა ივანე ზურაბიშვილმა, თუ რატომ არ ჰქონდათ ინფორმაცია ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლაში მომხდარი ცვლილებების შესახებ. გამგეობამ ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის ინსპექტორს მოსთხოვა, განემარტა გამგეობისთვის თუ რატომ მოხდა სკოლის სხვა ადგილზე გადატანა და რატომ არ შეატყობინეს აღნიშნული საკითხი საზოგადოებას.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1897-1898
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 19132 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/19132]; წვდომის თარიღი: 2019-11-15