1912 წლის 31 ოქტომბრის დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის მოხსენების მიხედვით, ერთ-ერთმა მკვლევარმა, ინგოროყვამ, რომელიც ხელნაწერებზე სერიოზულად მუშაობდა მას სთხოვა ისე მოეხერხებინა, რომ ყოველდღე რაც შეიძლება მეტ ხანს შეძლებოდა ხელნაწერებზე მუშაობა. ინგოროყვას თხოვნის დასაკმაყოფილებლად მან ხელნაწერები (რომლებიც ინგოროყვას სჭირდებოდა) ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კანცელარიას გადასცა, სადაც მას მთელი დღის განმავლობაში შეეძლო მუშაობა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მოხსენებები, ოქმები და ანგარიშები ქართული მუზეუმისა და სამუზეუმო ექსპონატების შეძენის შესახებ | 1910-1913
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 19140 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/19140]; წვდომის თარიღი: 2019-11-20