1914 წლის 16 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე დამსწრე წევრებს თევდორე გაბრიელის ძე კიკვაძემ არსებული სკოლების გასაუმჯობესებლად შესთავაზა წინადადება, რომ სასკოლო სექციისთვის მიეცათ უფლება, რაც შეიძლება ხშირად გაემართა მასწავლებლებისთვის კრება და ჩაეტარებინა პედაგოგიური კურსები.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ჩვეულებრივი კრების ოქმები | 1914-1914
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 19147 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/19147]; წვდომის თარიღი: 2019-08-20