1920 წლის პირველ მარტს ჭიათურის შავი ქვის საექსპორტო საზოგადოება „ჩემოსა“ და ტიტო ვალლაცს შორის დაიდო ხელშეკრულება 2000 ტონა მარგანეცის ამერიკაში გატანაზე. ვალლაცი ტვირთში 410 000 იტალიურ ლირას იხდიდა. საზოგადოება „ჩემოს“ წარმომადგენელი იყო იაკობ ოკონჩი, კომიტეტის თავჯდომარე – გიორგი ჟურული, ხოლო კომიტეტის წევრები – ი. მენაბდე და ნიკო ნიკოლაძე.

წყარო: ჭიათურის შავი ქვის საექსპორტო საზოგადოება „ჩემო“
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 1915 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/1915]; წვდომის თარიღი: 2019-09-20