ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 19155

ფაქტი 19155

1914 წლის 16 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე თევდორე გაბრიელის ძე კიკვაძემ განაცხადა, რომ გამგეობას მასწავლებლებისთვის საშუალება უნდა მიეცა სკოლებში ხშირად გაემართათ სახალხო კითხვები და საუბრები, რათა ხალხს გაეაზრებინა რამდენად საჭირო, აუცილებელი და მნიშვნელოვანი იყო საზოგადოებისთვის სკოლების არსებობა. კიკვაძის აზრით, საზოგადოების აზრის გაგება თუ როგორი სკოლა სურდათ ან მოსწონდათ თუ არა უკვე არსებული სკოლების სისტემა, გამგეობას ხელს შეუწყობდა სკოლების მოწყობის სისტემა გაეუმჯობესებინა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 19155; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .