1898 წლის 16 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის ინსპექტორის ალექსანდრე გარსევანიშვილის წერილი, რომელშიც ის საუბრობს იმ მიზეზებზე თუ რატომ გადაიტანა სკოლა სხვა ადგილზე. გამგეობამ ფაქტის დროულად შეუტყობინებლობის გამო გარსევანიშვილს საყვედური გამოუცხადა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1897-1898
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 19186 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/19186]; წვდომის თარიღი: 2019-12-12