1898 წლის პირველ დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეჩვიდმეტე სხდომაზე მოხსენება გააკეთა ნიკოლოზ ცხვედაძემ, რომ ალექსანდრე როინაშვილის ფოტოგრაფიის გამგედ დაენიშნათ გარდაცვლილის ბიძაშვილი ვასილ როინაშვილი, რომელსაც ჯამაგირად დაუნიშნავდნენ 5 თუმანს და ასევე გადასცემდნენ მოგების 25%-ს. გამგეობამ თანხმობა განაცხადა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1897-1898
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 19190 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/19190]; წვდომის თარიღი: 2019-11-20