1909 წლის 2 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა ბათუმში მოვაჭრე ნიკოლოზ გოგიტიძის თხოვნა საზოგადოების წიგნის მაღაზიაში კრედიტის გახსნის შესახებ. გამგეობის გადაწყვეტილებით, გიგიტიძისთვის უნდა გაეხსნათ კრედიტი 200 მანეთის ოდენობით და მის თავმდებთ წაღებული წიგნების ღირებულების ვექსილებზე უნდა მოეწერათ ხელი.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1909-1909
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 19211 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/19211]; წვდომის თარიღი: 2019-09-17