1911 წლის 9 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილს აცნობა, რომ იასონ ციციშვილმა საზოგადოებას ფიქრის გორაზე 50 საჟენი მიწა. სთხოვა. მას სახლის აშენება სურდა იმ პირობით, რომ სანამ ცოცხალი იქნებოდა, თვითონ იცხოვრებდა, გარდაცვალების შემდეგ კი სახლი წერა-კითხვის საზოგადოების საკუთრებად დარჩებოდა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მოხსენებები, ოქმები და ანგარიშები ქართული მუზეუმისა და სამუზეუმო ექსპონატების შეძენის შესახებ | 1910-1913
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 19215 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/19215]; წვდომის თარიღი: 2019-10-15