1879 წლის 5 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მოისმინეს მასწავლებლის პასუხი ბახვის სკოლის მდგომარეობის შესახებ, რომ მის ოსტატებს სამას-სამასი მანეთი ჰქონდათ ხელფასი. მას არ ჰქონდა ფონდი, ჰყავდა 140 მოსწავლე, რომელთა შორის 40 იყო ქალი. მოსწავლეებს ყველაზე მეტად სჭირდებოდათ სამშობლოს შესასწავლი წიგნები და მასალები, საქართველოს რუკები, ქართული წიგნები და სხვ. სკოლას ჰქონდა 22 რუკა, მაგრამ არ იყო საკმარისი. ასევე მას სჭირდებოდა საკლასო დაფები და კარგი ავეჯი. სხდომის ოქმს ხელს აწერენ ილია ჭავჭავაძე, ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე, ნიკოლოზ დავითის ძე ქანანოვი და დავით ივანეს ძე ავალიშვილი.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1879-1882
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: რუსული, ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 19222 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/19222]; წვდომის თარიღი: 2019-10-14