1879 წლის 5 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მოისმინეს მასწავლებლის პასუხი სოფელ კონდოლის სასწავლებლის მდგომარეობის შესახებ, რომ იქ 37 მოსწავლე სწავლობდა, რასაც ფართის სივიწროვე და სიბნელე განაპირობებდა. იგი გადასაკეთებელი იყო, 25 მოსწავლისთვის სჭირდებოდა მაგიდები, ერთი კლასის დაფა და მასწავლებლებისთვის მაგიდები და სკამები. სასწავლებელში ზამთარსა და გაზაფხულზე მოსწავლეების რიცხვი იზრდებოდა, ისინი ზოგჯერ ციებ-ცხელებით ავადდებოდნენ; მოსამსახურეების შრომის ანაზღაურება არ იყო საკმარისი. კონდოლის სოფლის 350 მაცხოვრებლისთვის კი – 37 მოსწავლე ძალიან მცირე რაოდენობა იყო. სხდომის ოქმს ხელს აწერენ ილია ჭავჭავაძე, ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე, ნიკოლოზ დავითის ძე ქანანოვი და დავით ივანეს ძე ავალიშვილი.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1879-1882
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: რუსული, ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 19225 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/19225]; წვდომის თარიღი: 2019-10-21