1879 წლის 5 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მოისმინეს მასწავლებლის პასუხი სოფელ კორცხელის სასწავლებლის მდგომარეობის შესახებ, რომ სოფლის საზოგადოება მასწავლებლებს უხდიდა 240 მანეთს ხელფასს, მოსამსახურეებს კი – არ ჰქონდათ ანაზღაურება. სასწავლებელს, სადაც 30 მოსწავლე სწავლობდა და რომელთაგან 2 იყო ქალი, არ ჰქონდა ფონდი, არც საკუთარი სახლი, ეკლესიის სახლს იყენებდა, ავეჯი ნაკლებად იყო იქ და ზამთარში მოსწავლეების რიცხვიც სიცივის გამო მცირდებოდა. ასევე მას სჭირდებოდა საკლასო დაფა, ერთი საანგარიშო და კარადა. სხდომის ოქმს ხელს აწერენ ილია ჭავჭავაძე, ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე, ნიკოლოზ დავითის ძე ქანანოვი და დავით ივანეს ძე ავალიშვილი.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1879-1882
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: რუსული, ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 19226 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/19226]; წვდომის თარიღი: 2019-10-16