1912 წლის 17 თებერვლის გამგეობის წევრის ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძის მოხსენების მიხედვით, მუზეუმისთვის ადგილი ე. წ. ფიქრის გორა დაგირავებული იყო თბილისის სათავადაზნაურო ბანკში და 1911 წლის 31 დეკემბრისთვის ვალად 22655 მანეთი და 60 კაპიკი ედო. ვალი წერა-კითხვის საზოგადოებამ თავის თავზე გადმოიტანა, 37344 მანეთი და 40 კაპიკი კი ნაღდად უნდა მიეცა მიწის მეპატრონისთვის.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მოხსენებები, ოქმები და ანგარიშები ქართული მუზეუმისა და სამუზეუმო ექსპონატების შეძენის შესახებ | 1910-1913
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 19230 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/19230]; წვდომის თარიღი: 2019-08-22