1914 წლის 16 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე ლ. ცაგარელმა განაცხადა, რომ თბილისში სანიმუშო პირველდაწყებითი სასწავლებლის დაარსების შემთხვევაში იქ გამოსაცდელად მუდმივად უნდა ჰყოლოდათ ოთხი მასწავლებელი და ავტორიტეტულ პედაგოგებს მოემზადებინათ, რათა ისინი საუკეთესო აგენტები, პიონერები გამხდარიყვნენ და სოფლებში სწავლა-განათლება გაევრცელებინათ.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ჩვეულებრივი კრების ოქმები | 1914-1914
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 19253 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/19253]; წვდომის თარიღი: 2019-09-22