1911 წლის 9 ივნისს სამუზეუმო კომიტეტის კრებას დაესწრნენ: ექვთიმე თაყაიშვილი, ალექსანდრე სარაჯიშვილი, დავით კარიჭაშვილი, ქრისტეფორე ციცქიშვილი და ალექსანდრე ყიფშიძე. კრებაზე გადაწყვიტეს, იასონ ციციშვილის წინადადება ფიქრის გორაზე სახლის აშენებასთან დაკავშირებით იმ პირობით მიეღოთ, თუ მისი გარდაცვალების შემდეგ სახლი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საკუთრებად დარჩებოდა და მუზეუმს მოხმარდებოდა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მოხსენებები, ოქმები და ანგარიშები ქართული მუზეუმისა და სამუზეუმო ექსპონატების შეძენის შესახებ | 1910-1913
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 19259 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/19259]; წვდომის თარიღი: 2019-09-19