1899 წლის 15 ივნისის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ გიორგი იოსელიანის მიერ წარმოდგენილი ანგარიშის შესახებ, რომლის მიხედვითაც კავკავის სკოლის მოსწავლეები სუსტები იყვნენ რიგ საგნებში, დაადგინა, მიეწერათ სკოლის გამგე ტიტე კახიძისთვის, ყურადღება მიექცია ამ არასასიამოვნო და არასასურველი გარემოებისთვის და მიეღო სათანადო ზომები ამ საგნების სწავლის გასაუმჯობესებლად. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისა და წევრთა საერთო კრებების სხდომების ოქმები | 1899-1899
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 19289 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/19289]; წვდომის თარიღი: 2019-10-19