ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 19306

ფაქტი 19306

1914 წლის 23 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე დავით კარიჭაშვილმა განაცხადა, რომ შეუძლებელი იყო გამგეობას თბილისიდან სოფლის ბიბლიოთეკისთვის ისე მიექცია ყურადღება, რომ არ განმეორებულიყო ის შემთხვევა, რაც კავთისხევის ბიბლიოთეკაში მოხდა, როცა თანამშრომლებს ლუდი შეუტანიათ იქ. მსგავსი შემთხვევების ზედამხედველობისთვის გამგეობა დარაჯს ვერ დააყენებდა ბიბლიოთეკებში. მაშინ კავთისხევში გამგე არ ყოფილა და სწორედ ამით უსარგებლიათ თანამშრომლებს.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 19306; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .