ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 19308

ფაქტი 19308

1914 წლის 23 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე რევაზ გაბაშვილმა განაცხადა, რომ 66 ბიბლიოთეკიდან მხოლოდ 15 იყო ნორმალურად მოწყობილი, რასაც ბიბლიოთეკების გახსნის სისტემის არარსებობა განაპირობებდა. მხოლოდ გახსნის ნებართვის გაცემა და წიგნების შეწირვა არ იყო საკმარისი ბიბლიოთეკის კარგად ფუნქციონირებისთვის. საჭირო იყო კარგი ხელმძღვანელების დანიშვნა და ხალხისთვის გასაგები წიგნების შეძენა, რათა ბევრი მკითხველი ჰყოლოდა მას.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 19308; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .