1914 წლის 23 ნოემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე დაადგინეს, რომ სკოლაში უნდა მიეწვიათ გარეშე უწყების სკოლიდან მასწავლებელი და მისთვის სხვა ადგილას ნამსახურობის გამოცდილება ჩაეთვალათ. ასევე გამგეობას უფლება უნდა ჰქონოდა სურვილისამებრ მიეღო გადაწყვეტილება ჩაუთვლიდა თუ არა მიწვეულ მასწავლებელს სხვა უწყებაში მუშაობის გამოცდილებას. კრების ოქმს ხელს აწერენ თავმჯდომარე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი და მდივანი ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ჩვეულებრივი კრების ოქმები | 1914-1914
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 19320 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/19320]; წვდომის თარიღი: 2019-08-25