1914 წლის 23 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე ეკატერინე ასათიანისამ განაცხადა, რომ არ იყო წინააღმდეგი სხვა უწყების სკოლის მასწავლებლები მიეწვიათ საზოგადოების სკოლებში, მაგრამ ჯანგამოცლილი თანამშრომლები არ უნდა ყოფილიყვნენ ისინი. მისი აზრით, 25 წლის ნამსახური მასწავლებლის მიწვევა საქმისთვის არასასარგებლო იქნებოდა, ამიტომ მათი სხვა უწყებაში ნამსახური დრო ცხრა-ათი წლით უნდა განსაზღვრულიყო.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ჩვეულებრივი კრების ოქმები | 1914-1914
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 19324 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/19324]; წვდომის თარიღი: 2019-09-22