1914 წლის 23 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე პეტრე პავლეს ძე გელეიშვილმა განაცხადა, რომ პირველ რიგში ყურადღება სჭირდებოდა ქართლში, კერძოდ, დუშეთის მაზრაში ბიბლიოთეკების მოწყობის საქმეს, რადგან იქ საზოგადოებაში სრული უვიცობა იყო გამეფებული. ამიტომ, სჯობდა ყურადღება გურიისთვის მოეკლოთ და დუშეთის მაზრისთვის მიეხედათ, რადგან გურიაში ხალხი თავად იჩენდა ინიციატივას და მოტივირებულები იყვნენ ბიბლიოთეკის მოსაწყობად.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ჩვეულებრივი კრების ოქმები | 1914-1914
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 19376 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/19376]; წვდომის თარიღი: 2019-09-22