ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 19436

ფაქტი 19436

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სახელმძღვანელო მითითების მიხედვით, თითოეულ განყოფილებას დასახმარებლად მცოდნე პირი შეეძლო მოეწვია. თითოეული განყოფილება, საადმინისტრაციოს გარდა, ირჩევდა თავმჯდომარის მოადგილეს და მის მდივანს. ხელს აწერენ სამუზეუმო განყოფილების თავმჯდომარე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, წევრები: კორნელი სამსონის ძე კეკელიძე, ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილი, ალექსანდრე ივანეს ძე სარაჯიშვილი, დავით გიორგის ძე ჯორჯაძე, იროდიონ თომას ძე სონღულაშვილი და ვასილ როსტომის ძე ყიფიანი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 19436; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .