1915 წლის 4 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარე გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი სამუზეუმო სექციის თავმჯდომარეს სწერს, რომ საზოგადოების შემოსავალი ყველა განყოფილების მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს და ბიუჯეტი უნდა შეამცირონ, რომ ყველა განყოფილებისთვის პირადპირპროპორციულად გადანაწილდეს. 1915 წლის განმავლობაში შემოსავლიდან 3945 მანეთის (სახარჯავი თანხა) ნაცვლად 2300 მანეთი უნდა გადაედოთ.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამუზეუმო სექციის სხდომის ოქმები | 1913-1916
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 19440 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/19440]; წვდომის თარიღი: 2019-09-15