1915 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების შემოსავალ-გასავლის აღრიცხვის მიხედვით, საზოგადოების თანხები სამ ნაწილად იყო გაყოფილი – საზოგადო დანიშნულების თანხები (სათადარიგო და ხელუხლებელი თანხები), სპეციალური დანიშნულების ფონდები (სასტიპენდიო და სალიტერატურო თანხები) და გარდამავალი თანხები (იაკობ გოგებაშვილის ნაანდერძევი 17009 მანეთი და 78 კაპიკი შეტანილი იყო გარდამავალ თანხად, ვიდრე ამ თანხას სპეციალური დანიშნულება არ მიეცემოდა). ხელს აწერენ საზოგადოების თავმჯდომარე გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი, თავმჯდომარის ამხანაგი დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, წევრები: გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი, შიო ზაქარიას ძე არაგვისპირელი (დედაბრიშვილი), ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე, გრიგოლ სვიმონის ძე რცხილაძე, გიორგი იესეს ძე ცინცაძე და ნინო იოსების ასული ნაკაშიძე.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამუზეუმო სექციის სხდომის ოქმები | 1913-1916
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 19443 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/19443]; წვდომის თარიღი: 2019-09-17