1898 წლის 21 აპრილს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეთორმეტე სხდომა. სხდომაზე მოხსენება გააკეთა დავით კარიჭაშვილმა, რომ იაკობ გოგებაშვილისა და ისიდორე რამიშვილის შუამდგომლობით გრიგოლ ვოლსკს გაუგზავნეს სასწავლო წიგნები, რომლებიც უნდა გადაეცა ხულოს სკოლის პედაგოგ ალექსანდრე მგელაძისთვის. საკითხი გამგეობას არ განუხილავს.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1897-1898
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 19490 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/19490]; წვდომის თარიღი: 2019-11-15