1898 წლის პირველ დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეჩვიდმეტე სხდომას ესწრებოდნენ ნიკოლოზ ცხვედაძე, დავით კარიჭაშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი, ილია ჭავჭავაძე, ივანე რატიშვილი, ივანე ზურაბიშვილი და ალექსანდრე ჭყონია. სხდომაზე გამგეობას თხოვნით მიმართა დრამატული საზოგადოების გამგეობამ, რომ მუზეუმიდან ეთხოვებინათ რამდენიმე ძველებური ნივთი, რომელიც წარმოდგენისთვის სცენის მოსაწყობად სჭირდებოდათ. გამგეობამ დრამატულ საზოგადოებას უარი განუცხადა, რადგან საზოგადოების დადგენილი კანონების მიხედვით მათ არ ჰქონდათ უფლება გაენათხოვრებინათ რომელიმე ძველი ნივთი.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1897-1898
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 19494 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/19494]; წვდომის თარიღი: 2019-10-23