1914 წლის 7 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა განაცხადა, რომ დაათვალიერა ალექსანდრე ორბელიანის ხელნაწერები, რომელიც სულ 16 გვერდს შეიცავდა (კატ. N 1461). მას არ აკლდა არც ერთი ფურცელი და არც პორნოგრაფიული ხასიათის წერილები არ იყო. მისი აზრით, შეუძლებელი იყო დარბაისელ მწერალს პორნოგრაფიული ხასიათის წერილები დაეწერა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ჩვეულებრივი კრების ოქმები | 1914-1914
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 19497 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/19497]; წვდომის თარიღი: 2019-09-22