ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 19510

ფაქტი 19510

1914 წლის 7 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე იოსებ ნიკოლოზის ძე მერკვილაძეს სთხოვეს, მომდევნო კრებაზე წარედგინა თავის გამამართლებელი საბუთი ეგნატე ხრამელაშვილის სიკვდილის შემდეგ გაგრძელებული სახელმძღვანელოების უკანონოდ თუ კანონიერად ბეჭდვის საკითხთან დაკავშირებით. კრების ოქმს ხელს აწერენ თავმჯდომარე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი და მდივანი ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 19510; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .