ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 19521

ფაქტი 19521

1907 წლის 9 ოქტომბერს კოტე მესხმა სამსონ ფირცხალავას შეატყობინა, რომ 27 ოქტომბერს ბათუმში დაგეგმილი ილია ჭავჭავაძის ხსოვნის საღამოსთვის სჭირდებოდათ ისეთი სურათი (ჩარჩოს გარეშე), როგორიც პოეტის დასაფლავებაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას ჰქონდა გამოფენილი. მესხმა ითხოვა, სურათი (გადასახადის მითითებით) ქალაქის გამგეობისთვის ივანე სიმონის ძე მესხის ან გიორგი დურმიშხანის ძე ჟურულის სახელზე გაეგზავნათ.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 19521; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .