1914 წლის 7 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე იოსებ ნიკოლოზის ძე მერკვილაძემ განაცხადა, რომ ეგნატე ხრამელაშვილის გარდაცვალების შემდეგ გამგეობამ დაადანაშაულა მისი ანდერძის საწინააღმდეგო ქმედების გაწევაში. მან ოთხჯერ მიიწვია გამგეობა სამედიატორო სასამართლოში ბრალეულობის გასარკვევად, მაგრამ სწორ პასუხს ვერ ეღირსა თუ რატომ ადანაშაულებდა მას. მერკვილაძემ ოფიციალურ სასამართლოს არ მიმართა, რადგან არ უნდოდა შეურაცხყოფა მიეყენებინა ერთადერთი ეროვნულ-კულტურული დაწესებულებისათვის – გამგეობისათვის.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ჩვეულებრივი კრების ოქმები | 1914-1914
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 19523 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/19523]; წვდომის თარიღი: 2019-09-22