1914 წლის 7 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე იოსებ ნიკოლოზის ძე მერკვილაძემ განაცხადა, რომ განსვენებული ეგნატე მამუკას (მაკარი) ძე ხრამელაშვილისაგან 1912 წლის აპრილში იყიდა კრებული და მისი I ნაწილი 600 ცალი დაბეჭდა. სხვა დანარჩენი წიგნები ხრამელაშვილის თანხმობით ციხის სტამბაში შეუკვეთა დასაბეჭდად, სადაც მისთვის უფრო ხელსაყრელი იყო წიგნების დაბეჭდვა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ჩვეულებრივი კრების ოქმები | 1914-1914
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 19526 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/19526]; წვდომის თარიღი: 2019-09-22