1914 წლის 7 დეკემბერს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების კრებაზე პეტრე გრიგოლის ძე მირიანაშვილმა განაცხადა, რომ სახელმძღვანელო წიგნიდან – „დედა ენიდან“ საჭირო იყო ამოეღოთ სასულიერო-ზნეობრივი ნაწილი, რათა იგი ერთნაირად გამოსაყენებელი ყოფილიყო მართლმადიდებელი, ებრაელი და მაჰმადიანი ქართველისთვის. მსგავსი შესწორება იაკობ გოგებაშვილის ანდერძის საწინააღმდეგო ქმედება არ იქნებოდა და თავად წიგნიც არ შებღალავდა რელიგიურ გრძნობებს.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ჩვეულებრივი კრების ოქმები | 1914-1914
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 19530 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/19530]; წვდომის თარიღი: 2019-09-22