1898 წლის 21 აპრილს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეთორმეტე სხდომა. სხდომაზე წაიკითხეს ლუკა ჯავახიშვილის წერილი, რომლითაც მან გამგეობას შეატყობინა, რომ თიანეთიდან გადასვლის გამო ვერ იმუშავებდა საზოგადოების აგენტად და მის მაგიერ გამგეობას შესთავაზა გიორგი რომანოზის ძე მრევლიშვილის კანდიდატურა, რომელიც თანახმა იყო ემუშავა თიანეთში საზოგადოების აგენტად. საკითხი გამგეობას არ განუხილავს.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1897-1898
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 19539 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/19539]; წვდომის თარიღი: 2019-11-15