ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 19545

ფაქტი 19545

1898 წლის 28 აპრილს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეცამეტე სხდომა. სხდომაზე მიიღეს ერეკლე ბაქრაძის, ლუკა ჯავახიშვილის და ილია სარაჯიშვილის საზოგადოების აგენტობასთან დაკავშირებული საპასუხო წერილები. გამგეობამ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მიიღო გადაწყვეტილება, რომ ყარსში ბაქრაძე დაენიშნათ საზოგადოების აგენტად; თიანეთში აგენტად მუშაობა შეეთავაზებინათ გიორგი მრევლიშვილისთვის, ხოლო თელავში მარიამ ესტატეს ასულ ვახვახიშვილისთვის ან ლევან რევაზის ძე ვახვახიშვილისთვის.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 19545; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .