1914 წლის 7 დეკემბერს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების კრებაზე პოლიევკტი კიკალიშვილმა განაცხადა, რომ დასავლეთ საქართველოში საყოველთაო პირველდაწყებითი სწავლების გეგმა განხორციელებული იყო. იქ ხალხს განათლება ჰქონდა მიღებული და თავიანთი მოქალაქეობრივი უფლებების განხორციელებას ითხოვდნენ. მათ, როლებსაც გააზრებული ჰქონდათ უფლებები დამოუკიდებლად შეძლებდნენ საზოგადოების საქმიანობაში ჩართვას. აქედან გამომდინარე, საწევრო გადასახადის შემცირება და ახალი წევრების მიღება აღარ იყო საშიში.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ჩვეულებრივი კრების ოქმები | 1914-1914
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 19553 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/19553]; წვდომის თარიღი: 2019-09-18