1898 წლის 12 ივნისს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეცხრამეტე სხდომა. სხდომაზე წარმოადგინეს ანდრია ღულაძის განცხადება, რომ იგი თავს არ თვლის სარევიზიო კომისიის წევრად და მისი აზრით, ახალი წევრებისა და კანდიდატების არჩევა საგანგებო კრების მოწვევის გარეშე უკანონოა. ის ასევე ატყობინებს გამგეობას, რომ: ნიკოლოზ მიტოს ძე გოგიტიძემ და იოსებ მგალობლიშვილმაც უარი განაცხადეს სარევიზიო კომისიის წევრობაზე. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გამგეობამ ღულაძეს სთხოვა კიდევ ერთი წელი ყოფილიყო საზოგადოების სამსახურში.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1897-1898
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 19571 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/19571]; წვდომის თარიღი: 2019-11-20